17 აგვისტო 2026,   23:46
ვრცლად
"გაცხადებული პრიორიტეტი და ერთგვარი წითელი ხაზი ჩვენი ხელისუფლებისთვის არის სწორედ ის, რასაც ჰქვია, ერთი მხრივ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და, მეორე მხრივ, კორუფციული დანაშაულის დაუშვებლობა" - თორნიკე ჭეიშვილი

"გაცხადებული პრიორიტეტი და ერთგვარი წითელი ხაზი ჩვენი ხელისუფლებისთვის არის სწორედ ის, რასაც ჰქვია, ერთი მხრივ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და, მეორე მხრივ, კორუფციული დანაშაულის დაუშვებლობა," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, ამის შესახებ, წლების წინ, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა.

"ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდს, ვნახავთ, რომ ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები არიან განსაკუთრებით გააქტიურებულები და, ბუნებრივია, ეს არის გამოძახილი იმ დეკლარირებული მიზნებისა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი იყო გარკვეული პერიოდის წინ. მათ შორის, წლების წინ, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა ამის შესახებ.

არავითარი დაპირისპირება და სხვა თეორიები არაფერ შუაშია, უბრალოდ, აქ არის მწყობრი მიდგომა იმ დანაშაულთან რასაც ჰქვია კორუფცია. სხვათა შორის, სხვა კატეგორიის დანაშაულებზეც შეიძლება იგივე ითქვას - ჩვენ ვხედავთ, როგორი ეფექტიანია ბრძოლა ნარკოტიკული, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის მიმართ. ანუ, ეს არის სახელმწიფოს გაცხადებული კურსი და პრიორიტეტი და ჩვენ ამას მივყვებით," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

დღის ამბები