19 ივნისი 2026,   09:40
ვრცლად
ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტები ქვეყანაში მოქმედ თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკას აპროტესტებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შავებში ჩაცმული ახალგაზრდები ავტომაგისტრალზე გავიდნენ.

პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს, ასევე, პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

დღის ამბები