19 ივნისი 2026,   13:40
ვრცლად
ABC-მ ჯიმი კიმელის შოუ ეთერიდან გაურკვეველი დროით მოხსნა - მიზეზი ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გახდა

ტელეკომპანია ABC-მ ჯიმი კიმელის ღამის შოუ ეთერიდან განუსაზღვრელი ვადით მოხსნა. გადაწყვეტილება კიმელის მიერ ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

"ბატონი კიმელის კომენტარები კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელია ჩვენი ეროვნული პოლიტიკური დისკურსისთვის ამ კრიტიკულ დროს. მიგვაჩნია, რომ ეს კომენტარები არ ასახავს ადგილობრივ თემებში არსებულ მოსაზრებებს, შეხედულებებს და ღირებულებებს", - განაცხადა ენდრიუ ალფორდმა, Nexstar-ის სამაუწყებლო განყოფილების პრეზიდენტმა.

Jimmy Kimmel’s late-night show-ს წამყვანმა, ორშაბათის გადაცემის მონოლოგის დროს თქვა შემდეგი:

"გასულ შაბათ-კვირას ახალ უმდაბლეს დონეს მივაღწიეთ - MAGA ჯგუფი სასოწარკვეთილად ცდილობდა ამ ბიჭისთვის, რომელმაც ჩარლი კირკი მოკლა, მიეცა ისეთი სახე, თითქოს ის არ ეკუთვნოდა მათ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პოლიტიკური ქულები მოეპოვებინათ ამით".

დღის ამბები