სამედიცინო სწავლება სამხედროებისთვის. ღონისძიება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, ვაზიანის სასწავლო ტერიტორიაზე შედგა.
პროცესს ხელმძღვანელობდნენ ნატო-ს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრის ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და ნიდერლანდებიდან.