ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, ვარლამ წიკლაური მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ამჯერად ქალაქ ახალციხეში, ტაბიძის, ადიგენის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებთან გაიმართა.
მერობის კანდიდატმა მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები, გააცნო მათ სამომავლო გეგმები და პროექტები, რომლის განხორციელებასაც ახალციხეში გეგმავს.