აფხაზეთის მთავრობის წევრები მუხიანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.
საუბარი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის იყო სავალი გზებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობები. მსგავს შეხვედრებს აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ.