17 აგვისტო 2026,   17:17
ვრცლად
განათლების მინისტრი რაჭაში პროფესიულ კოლეჯ "ერქვანს" ესტუმრა

განათლების მინისტრი რაჭაში პროფესიულ კოლეჯ "ერქვანს" ესტუმრა. გივი მიქანაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო სახელოსნოებს გაეცნო.

მინისტრი კოლეჯის თანამშრომლებსაც შეხვდა და კოლეჯის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

"ჩვენ განვიხილეთ ის შესაძლებლობები და ის პოტენციური არეალი, რომლითაც შესაძლებელია, რომ სასწავლებელმა გააფართოოს თავისი საქმიანობა, უფრო მეტი ორიენტირი ჰქონდეს ბიზნესთან თანამშრომლობაზე. ჩვენი მიზანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა რეგიონს ჰქონდეს ძლიერი პროფესიული სასწავლებელი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, როგორც აიმაღლოს კვალიფიკაცია, ასევე დაეუფლოს კონკრეტულ სპეციალობებს," - ამბობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე.

დღის ამბები