22 აგვისტო 2026,   12:51
ვრცლად
საქართველომ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ უმასპინძლა - ამერიკელი ექსპერტები და ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები კახეთის რეგიონს ესტუმრნენ

საქართველომ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ უმასპინძლა. ამერიკელი ექსპერტები და ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ტურის ფარგლებში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მოინახულეს, ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ და ადგილზე როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები დააგემოვნეს.

ექსპერტების ჯგუფისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo&Partners ორგანიზებით, მასტერკლასი და დეგუსტაცია თბილისშიც გაიმართა.

სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის პროდუქტს გაეცნენ.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აშშ ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, მათი მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, Colangelo & Partners აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. ის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე ოპერირებს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები