განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ "ერქვანს" ესტუმრა. მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო სახელოსნოებს გაეცნო.
გივი მიქანაძე კოლეჯის თანამშრომლებსაც შეხვდა და კოლეჯის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.