17 აგვისტო 2026,   17:18
ვრცლად
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილი ოჯახს სრულად გარემონტებული ახალი ბინები გადაეცა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილი ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცა. 

ოჯახებს ბინების გასაღებები, სიმბოლურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადასცეს. ღონისძიება ნიკეას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა.

720 დევნილ ოჯახზე გათვლილი, 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები კომპანია "ანაგმა" განახორციელა და მისმა ღირებულებამ 77 347 872 ლარი შეადგინა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან, 2 940 000 ლარი გამოიყო.

საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება - დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 4 ქალაქში მიმდინარეობს.

 

დღის ამბები