შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა. საუბარია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა-კულტივირების და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ფაქტებზე.
ამოღებულია სხვა და სხვა ტიპის ნარკოტიკი, მათ შორის „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „ლირიკა“, „გამომშრალი მარიხუანა“, და „მცენარე კანაფი.
დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.