19 ივნისი 2026,   06:06
ვრცლად
ფაქტობრივად უკვე მზად არის უსაფრთხოების გარანტიების საბაზისო დოკუმენტი უკრაინისთვის, ანუ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის - ზელენსკი

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის. ამის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვით გაავრცელა.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მსოფლიომ რუსეთზე უნდა გააძლიეროს ზეწოლა, რათა კრემლს ცეცხლის შეწყვეტა აიძულოს.

"ფაქტობრივად, უკვე მზად არის უსაფრთხოების გარანტიების საბაზისო დოკუმენტი უკრაინისთვის, ანუ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ყველა დეტალი ყურადღებით მუშავდება, ყველა ნაბიჯი კი ჩვენს პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული.

ახლა რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ იქამდე, ვიდრე ის საბრძოლო მოქმედებებს არ შეწყვეტს. ვიდრე არ შედგება შეხვედრის ის ფორმატი, რომელიც იმუშავებს და საიმედო სიმშვიდეს მოიტანს. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვეტს რუსეთი მკვლელობასა და უკრაინულ ქალაქებზე დარტყმებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პოლიტიკური განცხადებების ფონზე, უკრაინაში საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. გასულ ღამეს რუსეთმა, უკრაინას 58 უპილოტო საფრენი აპარატითა და ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საპასუხო თავდასხმას ახორციელებს უკრაინაც. რუსეთის თავდაცვის ძალების ინფორმაციით - მათ 30 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

დღის ამბები