"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა, მასთან ერთად დაკავებულ მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში; მურთაზ ზოდელავას კი ბრალად ედება ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვა და გამოძიებაში უკანონო ჩარევა.