15 აგვისტო 2026,   20:52
ვრცლად
"ისინი არა თუ ამომრჩევლის და მომხრეების მობილიზებას, კანდიდატების წარსადგენ ადამიანებსაც ვერ იმხრობენ" - მაია ბითაძე "გახარია-ლელოზე"

"ერთი მხრივ, გადაიქცნენ განდეგილებად რადიკალების მხრიდან, მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არა თუ ამომრჩევლის და მომხრეების მობილიზებას, კანდიდატების წარსადგენ ადამიანებსაც ვერ იმხრობენ" - ასე ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე იმ საკითხს, რომ 28 მუნიციპალიტეტში გახარიასა და ხაზარაძე -ჯაფარიძის ალიანსმა მერობის კანდიდატები ვერ დაასახელა.

"ქართული ოცნებისთვის" ოპონენტების წინასაარჩევნო კონფიგურაცია კიდევ ერთი დასტურია, რომ "გახარია-ლელოს" ერთობას არანაირი რესურსი არ გააჩნია.

"28 ქალაქში, როდესაც მერის კანდიდატს ვერ წარადგენ, ასობით მაჟორიტარის მობილიზებას ვერ შეძლებ და კომისიებში 1600-მდე წევრს ვერ წარმოადგენ, ასეთმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაიხურო ქუდი და გაქრე პოლიტიკური ველიდან. გახარია-ლელოს პოლიტიკური მდგომარეობა არის ტრაგიკული და კომიკური. ერთი მხრივ, გადაიქცნენ განდეგილებად რადიკალების მხრიდან, მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არა თუ ამომრჩევლის მობილიზებას და მომხრეების მობილიზებას, კანდიდატების წარსადგენ ადამიანებსაც ვერ იმხრობენ," - აცხადებს მაია ბითაძე.

დღის ამბები