ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვ.მ-სთვის გამორჩენის მისაღებად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ, გ.ხ-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვ.ღ-მ მინისტრის ახლო ნათესავის, ვ.მ-ს დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში, მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არა კონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არა რეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 მილიონ 606 ათას 272 ლარად ღირებული მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 მილიონ 940 ათას ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა მილიონ 333 ათას 728 ლარის ქონებრივი ზიანი." - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.