მექსიკაში, ქალაქ მეხიკოში, ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტოცისტერნა, რომელსაც გაზი გადაჰქონდა გადაბრუნდა, ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
აფეთქების შედეგად გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე ავტომობილი მოიცვა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას.
მედიის ინფორმაციით, ეს ინციდენტი მექსიკის მაგისტრალებზე ამ კვირაში მომხდარი მეორე მასშტაბური ავარიაა.