22 აგვისტო 2026,   17:45
ვრცლად
"დამტკიცდა ეს ყველაფერი - მათი დაპირებები, სიტყვები და ბაქი-ბუქი აღმოჩნდა სრული ტყუილი" - გიორგი ბარამიძე გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლაზე

"საოცრება, გაგვიკვირდა... ძალიან კარგად ვიცოდით, ვინც იყო გახარია, დამტკიცდა ეს ყველაფერი - საბოლოო ჯამში, ის დაპირებები, სიტყვები და ბაქი-ბუქი, აღმოჩნდა სრული ტყუილი," - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გახარიას პარტიამ, შესაძლოა, ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში შევიდეს.

საქმე ეხება დოკუმენტს, რომლითაც გახარიას პარტიის რვა წევრმა, რომლებიც მანდატშეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამასთან, ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებსაც, სადაც, დანართის სახით, წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის ქცევასთან შეუსაბამო საქმიანობა.

"ახლა ყველა უნდა დაფიქრდეს, ვინც აპირებს ითანამშრომლოს მომავალშიც რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, - თავს ნუ გაისულელებენ და თავს ნუ მოიჭრიან," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები