17 აგვისტო 2026,   12:28
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კულტურის განვითარების ფონდის - "მესმას" პრეზენტაცია გაიმართა

კულტურის განვითარების ფონდის - "მესმას" პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

"მესმა" ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანიც კულტურისა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერაა. საქველმოქმედო ფონდი ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. სტიპენდიები გადაეცათ სახელოვნებო უნივერსიტეტების წარმატებულ სტუდენტებს.

დღის ამბები