საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატები დღეს პრემიერ-მინისტრის უნდობლობის საკითხს უყრიან კენჭს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ფრანსუა ბაირუ და მისი მთავრობა დღესვე გადადგება.
კენჭისყრაზე პრემიერისთვის ვოტუმის გამოტანად, დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.
პრემიერისთვის უნდობლობის ვოტუმის დანიშვნის მიზეზი მისი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყნის მზარდი საგარეო ვალი გახდა.