22 აგვისტო 2026,   21:18
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კულტურის განვითარების ფონდის, "მესმა", პრეზენტაცია გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კულტურის განვითარების ფონდის - "მესმას" პრეზენტაცია გაიმართება.

"მესმა" - ეს არის ახალი ინიციატივა ქართულ კულტურაში, რომლის მიზანი, ქვეყანაში კულტურისა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერებაა. საქველმოქმედო ფონდი ხელს შეუწყობს ქართული კულტურის გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე.

დღევანდელ ღონისძიებაზე მაყურებელი სცენაზე იხილავს ქართველ შემსრულებლებსა და კარგად ნაცნობ სახეებს. შემოქმედებით საღამოს მხარდაჭერის მიზნით უცხო ქვეყნის მუსიკოსებიც შეუერთდებიან.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს ელოდება განსაკუთრებული მუსიკალური პროგრამა. გაიმართება დაჯილდოების ცერემონიაც - სტიპენდიები სახელოვნებო უნივერსიტეტების წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემა.

დღის ამბები