21 ივნისი 2026,   12:09
ვრცლად
გამოცემები "ბილდი" და "ველტი" გერმანიაში პოლიტიკოსების საეჭვო გარდაცვალების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ - მათი რიცხვი 16-მდე გაიზარდა

გამოცემები "ბილდი" და "ველტი" გერმანიაში პოლიტიკოსების საეჭვო გარდაცვალების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ. რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება, მოულოდნელად გარდაიცვალა სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი. მათ შორის 7 პირი პარტია "ალტერნატივა გერმანიის" საარჩევნო სიაში იყო. 

პოლიციაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული და საქმეში ბუნდოვანება არ იკვეთება. თუმცა, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ბუნდესტაგში, საქმის დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ, მომხდარის გამო, 427 მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩაიშალა.

დღის ამბები