მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ბევრი გამოწვევა გვაქვს და ამ გამოწვევას ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ შესაბამისად - ამის შესახებ "კურიერის" ეთერში, დიდუბის რაიონის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი და მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჩხარტიშვილი აცხადებს.
"წინ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ეს პროცესი ჩვენთან ახლოს იყოს. მოსახლეობასთან ძალიან ახლოს ვართ, ეს პრობლემები გვაქვს
გულთან მიტანილი, ამ პროცესებს მივყვებით და ვცდილობთ, რომ ყველაფერი მოვაგვაროთ.
რაც შეეხება თუ რას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ბევრი გამოწვევა გვაქვს და ამ გამოწვევას ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ შესაბამისად“, - აცხადებს გივი ჩხარტიშვილი.