8 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი კულტურული განვითარების ფონდის – "მესმას" ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.
დაგეგმილი ღონისძიების შესახებ "პრაიმტაიმთან" ნიკოლოზ წულუკიძე საუბრობს:
"ღონისძიების რეჟისორი არის დათო საყვარელიძე, მუსიკალური ხელმძღვანელი არის ნიკა ნიკვაშვილი. ამ ღონისძიებაზე სახელოვნებო უნივერსიტეტის სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია. სცენაზე იდგებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე უფროსი თაობის არტისტები. მაგალითად, ამ დღისთვის იანო ალიბეგაშვილი ჩამოდის იტალიიდან. ასევე, მე მოვყვები ისტორიებს, სადაც ჩანს, რა შედეგი მოიტანა ბიზნესისა და ქართული კულტურის ურთიერთობამ. ვისაუბრებ დიმიტრი ყიფიანზე, ნიკო ნიკოლაძეზე და ივანე ჯავახიშვილზე და ერთგვარი სინთეზი იქნება", - გვითხრა ნიკოლოზ წულუკიძემ.
ფონდის შექმნის ინსპირაციასა და მიზნებზე "პრაიმტაიმს" ნინი ჯაფარიძე ესაუბრა.
"ფონდი "მესმა" შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია (IPOA) ინიციატივით, ევროპული გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. ფონდის მიზანია ითანამშრომლოს, როგორც კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან, ასევე მხარი დაუჭიროს ახალი თაობის შემოქმედებით აქტივობებს. 8 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ფონდი „მესმას“ პრეზენტაცია, სადაც საფუძველი ჩაეყრება „მესმას“ თანამშრომლობას სახელოვნებო უნივერსიტეტებთან. მათ მიერ მოწოდებულ წარმატებულ სტუდენტებს დაენიშნებათ „მესმას“ სტიპენდიები. სწორედ ეს სტიპენდიები გახდება სიმბოლო ფონდის საქმიანობის დასაწყისისა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სხვადასხვა არტისტები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ძირითადი ჩვენი მიმართულება იქნება სტუდენტების ხელშეწყობა, სტიპენდიების დაარსების კუთხით. გვინდა, რომ საზღვარგარეთ სტუდენტები გავუშვათ და ისეთი სპეციალობები შეისწავლონ, რაც აქ არ გვაქვს და ჩამოიტანონ", - გვითხრა ნინი ჯაფარიძემ.
(R)