22 აგვისტო 2026,   23:24
ვრცლად
საქართველო, როგორც ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულება - Wanderlust-ის დაჯილდოებაზე, ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაზეა წარდგენილი

საქართველო - ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულება. სწორედ ამ სტატუსით, ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაზეა წარდგენილი.

Wanderlust-ის დაჯილდოებაზე თბილისი და ბათუმი, კონკურენციას ბერლინს, მადრიდს, ედინბურგსა და ევროპის სხვა ქალაქებს გაუწევს. გამარჯვებული ქალაქი მოგზაურების მრავალფეროვან ინტერესებს უნდა პასუხობდეს.

Wanderlust ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული სამოგზაურო გამოცემაა – ვებგვერდს ყოველთვიურად მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ჟურნალის ტირაჟი კი 138 000 ასლს შეადგენს.

გამოცემა მკითხველს მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება და ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

Wanderlust-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე სასურველი ქალაქები, რეგიონები, ქვეყნები და ახალი მიმართულებები მკითხველის მიერ შეირჩევა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, კონკურსი საქართველოს, გლობალურ ტურისტულ რუკაზე უკეთ წარმოაჩენს.

სამოგზაურო პლატფორმაზე ხმის მიცემა 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ქალაქი 5 ნოემბერს ლონდონის ეროვნულ გალერეაში გამოვლინდება. 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

 

 

 

 

დღის ამბები