23 აგვისტო 2026,   07:30
ვრცლად
გერმანიის ელჩმა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა და ახალგაზრდებს აქტიურობა მოუწონა - მმართველი გუნდის შეფასებით, ელჩი რადიკალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობით მათ წახალისებას უწყობს ხელს

გერმანიის ელჩმა, ილიაუნის სტუდენტური მოძრაობისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა. ახალგაზრდებს აქტიურობა მოუწონა, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ არსებული მთავრობის პირობებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რისკის ქვეშ არის. დიპლომატი სტუდენტური მოძრაობის წევრებსაც შეხვდა და ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ელჩის ამ სტატუსმა პარლამენტის თავმჯდომარეს აქტივისტი სტუდენტების ქმედებები, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხზე თავდასხმა გაახსენა. შალვა პაპუაშვილმა დიპლომატს სოციალური ქსელიდან უთხრა, რომ მოძალადეების მხარდაჭერა ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მედიასთან კი თქვა, რომ ფიშერის ქმედება აქტივისტებს ძალადობის მორალურ ბარიერს უხსნის.

გერმანიის ელჩის ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრებთან შეხვედრასა და სპეციალურად მათთვის ვიდეომიმართვის ჩაწერაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. ამბობენ, რომ დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ მოქალაქეების აზრის გარკვევაა.

"ქართული ოცნება" სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ გერმანელ ხალხს საქართველოში პეტერ ფიშერი წარმოადგენს. მმართველი გუნდის შეფასებით, ელჩი რადიკალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობით მათ წახალისებას უწყობს ხელს.

დღის ამბები