უკრაინაში დაკავებულია პირი, რომელიც დეპუტატ ანდრეი პარუბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა ის ხმელნიცკის ოლქში აიყვანეს, მისი ვინაობა არ საჯაროვდება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეჭვმიტანილმა საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცა. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი რუსულ კვალზე საუბრობს.
ორი დღის წინ ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს და ყოფილ თავმჯდომარეს, ანდრი პარუბს ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა.