თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა თამარაშვილის ხეივანში არსებულ მემორიალთან სახელმწიფო მინისტრმა გახსნა.
თეა ახვლედიანმა ყურადღება 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამაზე გაამახვილა.