22 აგვისტო 2026,   20:55
ვრცლად
ავჭალაში, ზაჰესის ტერიტორიაზე ხანძარია - ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული

ავჭალაში, ზაჰესის ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

დღის ამბები