17 აგვისტო 2026,   23:58
ვრცლად
1 თვე წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები ამჯერად საკუთარ პროგრამაზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო პროექტებზე თელავისა და გორის ამომრჩეველს ესაუბრებიან

საარჩევნო კამპანიას გორის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრით იწყებს. კონსტანტინე ბუზალაძეს მერიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შესაბამისად ადგილზე არსებულ გამოწვევებს კარგად იცნობს. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მისი გეგმაა 16 სოფელში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმართულებით იმუშაოს. გაგრძელდეს გზის სარეაბილიტაციო პროექტები და მოეწყოს, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე.

ერთ-ერთ პრიორიტეტად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებს. დაგეგმილია სპორტდარბაზების რეაბილიტაციაც. მათ შორისაა ძიუდოს სკოლა, სადაც სატრენაჟორო სივრცეების მოწყობა უკვე დაწყებულია.

კანდიდატის ყველა მიზანი თავს განაშენიანების გენგეგმაში იყრის, რომლის სრულყოფასაც ის არჩევის შემდეგ აპირებს. ამბობს რომ სწორი დაგეგმარება ქალაქის ურბანული განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. მომავალ გეგმებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს გორის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაც.

თელავის პრიორიტეტების განსაზღვრას მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და მათი ჩართულობით გეგმავს. ვაჟა მაღრაძე ამბობს რომ თელავს გამოწვევები ჯერ კიდევ აქვს

მის გეგმაშია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს უკვე დაწყებული პროექტები და დაიწყოს ახალზე მუშაობა.

მმართველმა გუნდმა, მერობის 63 კანდიდატი უკვე წარმოადგინა. თითოეული მათგანი საკუთარ მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ემზადება.

დღის ამბები