07 აგვისტო 2026,   16:29
ვრცლად
რაჭა კვლავ გურმანების თავშეყრის ადგილად იქცა - "გემო ფესტი“ ამბროლაურში უკვე მეორედ იმართება და სტუმრებს გასტრონომიულ მოგზაურობაში ეპატიჟება

რაჭა კვლავ გურმანების თავშეყრის ადგილად იქცა. "გემო ფესტი“ ამბროლაურში უკვე მეორედ იმართება და სტუმრებს გასტრონომიულ მოგზაურობაში ეპატიჟება.

ახალი სანაპირო, ფესტივალის მთავარ სივრცედ იქცა. ტერიტორიაზე სამეწარმეო ბაზრობა და სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია მოწყობილი.

"გემო ფესტი" ადგილობრივი მზარეულებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, იმუშაონ პროფესიონალ შეფ – მზარეულებთან და გამოცდილება შეიძინონ. ფესტივალი არა მხოლოდ ცოდნისა და პრაქტიკის გაცვლას, არამედ ახალ გასტრონომიულ აღმოჩენებსაც გულისხმობს. ღონისძიებაზე მისულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები შესთავაზონ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ღონისძიებები ხელს უწყობს რეგიონის ტურისტულ განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციას და ქართული სამზარეულოს უკეთ წარმოჩენას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

წელს, პირველად, "გემო ფესტს", მთავარი მხარდამჭერის სტატუსით ამბროლაურის აეროპორტი შეუერთდა და რაჭის სტუმრებისთვის 28 აგვისტოს დამატებითი ავიარეისები დანიშნა.

გურმანებისთვის საყვარელი დღესასწაული ხვალაც გაგრძელდება და რაჭის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში გადაინაცვლებს.

დღის ამბები