22 აგვისტო 2026,   12:33
ვრცლად
ცესკო თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს - გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების პროექტი

ამომრჩევლისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი სერვისები, არჩევანის ფარულობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები - ეს ნაწილია იმ მიმართულებებიდან, რომლებზეც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გადამზადდნენ. ხუთ-ეტაპიანი ტრენინგი ყველა იმ პროცედურას აერთიანებს, რომელზე მუშაობაც მათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მოუწევთ.

ტრენინგი იქნება მათთვის, ვინც საარჩევნო პროცესს ელექტრონული აპარატების გამოყენებით წარმართავს, ასეთი 25 000-მდე წევრია. გადამზადება ჩატარდება მათთვისაც, რომლებიც არჩევნებს მის გარეშე წაუძღვებიან. წლევანდელ სიახლეებზე კომისიის თავმჯდომარეები საუბრობენ.

ცესკოში განმარტავენ, რომ გადამზადების პროცესი საარჩევნო დღის შეუფერხებლად ჩასატარებლად მთავარი გარანტიაა. ამბობენ იმასაც, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ წევრს ჰქონდეს მყარი პროცედურული ცოდნა და შესაბამისი კვალიფიკაცია.

ტრენინგი 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროცესს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 279 ტრენერი წარმართავს.

დღის ამბები