ტრაგედია მარნეულში - მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ შულავერის ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.