22 აგვისტო 2026,   21:26
ვრცლად
"საქსტატმა" მოსახლეობის რაოდენობა დათვალა - 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა თითქმის 4 მილიონს შეადგენს

3 მილიონ 914 ათასი - "საქსტატმა" მოსახლეობის რაოდენობა დათვალა. 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა თითქმის 4 მილიონს შეადგენს. მათგან 93,4 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა. უწყება საბოლოო შედეგებს 2026 წლის ივნისში გამოაქვეყნებს.

გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" დღეს თქვეს, რომ ოპოზიციის სპეკულაციებს განახლებულმა მონაცემებმა წერტილი დაუსვა. მათივე შეფასებით, საუბარია იმ ოპონენტების განცხადებებზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად სახლდებიან.

პარტიაში, რომელზეც ირაკლი ზარქუა საუბრობს, "საქსტატის" ოფიციალურ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებენ. "ნაციონალური მოძრაობაში" აქცენტს მოქმედ კანონმდებლობაზე აკეთებენ. "ქართულ ოცნებაში" კი ოპონენტებს მორიგი სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

2024 წლამდე მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. 10 წლის წინანდელ სტატისტიკას, ამ დროისთვის არსებული მაჩვენებელი, თითქმის 200 000 ადამიანით აჭარბებს.

დღის ამბები