აშშ-ის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა სურს.
"მოუთმენლად ველოდები კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მომავალში და ჩვენ გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს. თქვენ ამაში დაგვეხმარებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის ლიდერთან შეხვედრისას.
ტრამპმა ლი ჯე მიუნგს, ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მიდგომა შეუქო.
"სხვადასხვა ლიდერი, რომლებთანაც ურთიერთობა მქონია, ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სათანადოდ არ უდგებოდნენ საკითხს, მაგრამ ვფიქრობ, თქვენი მიდგომა გაცილებით უკეთესია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.