ახალი ანგარიშის თანახმად, გენმოდიფიცირებული ღორის ფილტვი ადამიანს გადაუნერგეს, რომლის ტვინი უკვე მკვდარი იყო. გადანერგილი ორგანო 9 დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ბოლო დროს, ღორის თირკმლისა და გულის ადამიანებში გადანერგვის რამდენიმე წარმატებული ოპერაცია დაფიქსირდა, თუმცა, ითვლება, რომ ეს ღორის ფილტვის ადამიანში გადანერგვის პირველი მცდელობაა. ექიმები იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს, ეს ორგანოების საჭიროების მქონე ადამიანებისთვის გამოსავალი გახდება, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება.
ავტორებმა, რომლებიც ძინდონგში, გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფოდან არიან, კვლევაში მონაწილე პაციენტის ვინაობა არ დაასახელეს, თუმცა ის აღწერილია, როგორც 39 წლის მამაკაცი, რომელსაც თავის ტვინის სისხლდენის შემდეგ, ტვინის სიკვდილით დიაგნოზი დაუსვეს.
მედიის ცნობით, ექიმებმა ღორის ფილტვი მამაკაცის ოჯახის თანხმობით გადაუნერგეს. შედეგები ორშაბათს ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.