პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ეხმაურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ვიდეო რგოლს, სადაც მთავარი სპიკერი ბექა კობახიძეა. მისი თქმით, ბექა კობახიძე, რომელიც ამართლებს რადიკალების მოქმედებებს ქვეყანაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კამპანიის სახე არ უნდა იყოს.
"პიროვნება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ვესტერნიზაციის და მოდერნიზაციის გურუდ მიიჩნევს, რომელიც აბსოლუტურად ამართლებს რადიკალების მოქმედებებს ქვეყანაში, იმ ცხელ დღეებში, როდესაც რუსთაველზე პროტესტანტები ცდილობდნენ ქალაქის გადაწვას, პოლიციელებს აგურებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, წარმოუდგენელია ასეთი სპიკერი გყავდეს კონკრეტული სტატუსით, ეს ადამიანი ჰყავდეს სპიკერად და არ გაემიჯნო მის მიერ ნათქვამ მხარდაჭერილ აბსოლუტურად ანტი სახელმწიფოებრივ პასაჟებს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, "უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ" ვიდეოების ამ სერიაში ბექა კობახიძე როგორც ისტორიკოსი, საქართველოსა და ევროპის ისტორიიდან ეპიზოდებს იხსენებს.