უნგრეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება მწვავდება. ნავთობსადენ "დრუჟბას" აფეთქების შემდეგ, ბუდაპეშტი კიევს ენერგოკრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა, სუვერენიტეტზე თავდასხმაა.
"ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული გამოიყენა უნგრეთის დასაშინებლად. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით უკრაინის პრეზიდენტის მუქარას. ჩვენ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტურ ღირებულებებად მივიჩნევთ. სწორედ ამიტომ, პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იგივეს ველით სანაცვლოდ. ბოლო დღეებში, უკრაინამ სერიოზული თავდასხმები განახორციელა ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმაა", - წერს პიტერ სიიარტო.