21 აგვისტო 2026,   10:36
ვრცლად
თბილისის ზღვაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვაზე ტრაგედიით დასრულდა - ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა 1 და დაშავდა 1 ადამიანი.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

დღის ამბები