10 აგვისტო 2026,   21:43
ვრცლად
კახეთში, საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც რეგიონის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას მოიცავს.

საწყის ეტაპზე, კახეთის რეგიონში 32 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის დასრულებულია შვიდი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, 23-ზე კი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

დღის ამბები