22 აგვისტო 2026,   23:45
ვრცლად
4 დაღუპული და 3 დაშავებული - ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები