ლაგოდეხში ტურნირი "კახეთის თასი" გაიმართა. შეჯიბრებაში კახეთის რეგიონის საფეხბურთო გუნდებთან ერთად, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის, ბავშვთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
გამარჯვებულ გუნდებს, ლაგოდეხის მერმა და კახეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, მედლები, დიპლომები, თასი და ინდივიდუალური პრიზები გადასცეს. ტურნირში ბავშვთა 24 გუნდი მონაწილეობდა.