ინდოეთ-ჩინეთის ურთიერთობები სტაბილურად განვითარდა ერთმანეთის ინტერესებისა და პატივისცემის საფუძველზე - ამის შესახებ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე წერს.
“მოხარული ვარ, რომ შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იმს. გასულ წელს ყაზანში პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ინდოეთ-ჩინეთის ურთიერთობები სტაბილურად განვითარდა ერთმანეთის ინტერესებისა და პატივისცემის საფუძველზე. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდეგ შეხვედრას ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში. ინდოეთსა და ჩინეთს შორის სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ და გლობალურ მშვიდობასა და კეთილდღეობაში,”- წერს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.