21 ივნისი 2026,   15:42
ვრცლად
ტრამპი პუტინთან შეხვედრაზე - "სითბო იგრძნობოდა, ეს კარგია და არა ცუდი"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლა აცხადებს, რომ მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის "სითბოა" და ეს იგრძნობოდა მათი სამიტის დროსაც, რომელიც გასულ პარასკევს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გაიმართა.

"როდესაც ის თავისი თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, მეც ჩამოვედი ჩემი თვითმფრინავიდან. იქ სითბო იგრძნობოდა, რომელსაც ვერ გადმოსცემ. იცით, იქ კარგი გრძნობა იყო... ეს კარგია და არა ცუდი,"- განაცხადა ტრამპმა. 

როდესაც მასსა და პუტინს შორის გუშინდელ სატელეფონო საუბარზე ჰკითხეს, რომელიც შვიდი ევროპელი ლიდერისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ყოფნის დროს შედგა, ტრამპმა უპასუხა, რომ მან რუსეთის ლიდერთან სხვა მსოფლიო ლიდერების თანდასწრებით არ ისაუბრა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს პუტინის მიმართ "უპატივცემულო" იქნებოდა.

"მე ეს მათ თანდასწრებით არ გამიკეთებია, ვფიქრობდი, რომ ეს პრეზიდენტ პუტინის მიმართ უპატივცემულო იქნებოდა, თქვენ იცით, რომ ამას არ გავაკეთებდი, რადგან მათ არ ჰქონდათ თბილი ურთიერთობები და სინამდვილეში პრეზიდენტი პუტინი ევროპელებთან არ საუბრობდა. ვგულისხმობ, რომ ეს პრობლემის ნაწილი იყო," - დასძინა პრეზიდენტმა.

დღის ამბები