19 ივნისი 2026,   13:18
ვრცლად
მედიის ცნობით, გაფართოებული შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან

თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები მონაწილეობდნენ, დასრულდა, – ამის შესახებ BBC-ი წერს

მედიის ცნობით, შეხვედრის დასრულების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ დელეგაციაში არსებულმა წყაროებმა დაუდასტურეს.

თუმცა,  BBC-ი  ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, სხვა ფორმატში.

წყაროს თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა "ფოქს ნიუსთან" დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა.

დღის ამბები