17 აგვისტო 2026,   23:46
ვრცლად
POLITICO - ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტია გახდა

ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტია გახდა. ამის შესახებ გამოცემა politico წერს.

სოციალური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის ინსტიტუტის, Forsa-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ამომრჩეველთა 26%-ს მიიღებდა.

ულტრამემარჯვენე პარტია ასწრებს გერმანიის კანცლერის, ფრიდიხ მერცის "ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალურ კავშირს", რომელსაც ამომრჩეველთა 24% დაუჭერდა მხარს.

ცნობისთვის, ამჟამად "ალტერნატივა გერმანიისთვის" ბუნდესტაგში ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს.

კვლევის მიხედვით, გერმანიის კანცლერი ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, კერძოდ, ომზე უკრაინაში და აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობაზე დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში და სულ უფრო მეტად კარგავს მხარდაჭერას შიდა ასპარეზზე.

 

დღის ამბები