18 აგვისტო 2026,   11:13
ვრცლად
ეს არის ზეწოლა და შანტაჟი ქართველ ხალხზე, რომ არჩევნებზე მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რაც ქართველ ხალხს სურს, არამედ ამ შანტაჟით გაუუქმონ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა - დავით მათიკაშვილი

ბრიუსელის ულტიმატუმი და თბილისის უცვლელი პოზიცია, უნდა გაუქმდეს თუ არა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები - ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად დასავლეთის მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი მკაფიოა, ევროპულ გაერთიანებას საქართველო ტრადიციული ფასეულობებით უნდა შეუერთდეს.

"ეს არის ზეწოლა პირდაპირ და შანტაჟი ქართველ ხალხზე იმ მიზნით, რომ არჩევნებზე მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რაც ქართველ ხალხს სურს, არამედ ამ შანტაჟით გაუუქმონ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა, აიძულონ ქართველი ხალხი და კვლავ მარიონეტები და აგენტურა დააბრუნონ ხელისუფლებაში. მაგრამ საზოგადოებამ იცის ძალიან კარგად თუ რეალურად რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე. საქართველოს და ქართველ ხალხს უნდა იმ ღირებულებების ბოლომდე დაცვა, რომელიც მათ ტრადიციულად გააჩნიათ და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება, ამიტომ ბუნებრივია ეს ზეწოლა არის ფუჭი", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები