19 ივნისი 2026,   06:04
ვრცლად
ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"პრეზიდენტ ტრამპის ხედვით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოლაპარაკებები, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც ის მალე შეხვდება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ევროპის მხარდაჭერით სამმხრივი სამიტის გასამართად.

უკრაინას უნდა ჰქონდეს ურყევი უსაფრთხოების გარანტიები, რათა ეფექტიანად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ შეერთებული შტატები მზადაა, უსაფრთხოების გარანტიები მისცეს უკრაინას. „მსურველთა კოალიცია“ მზადაა, ამ პროცესში აქტიური როლი შეასრულოს. არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაუწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობას; არ შეიძლება, რუსეთს ჰქონდეს ვეტო-ს უფლება უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე; გადაწყვეტილებების მიღება თავის ტერიტორიაზე უკრაინაზე უნდა იყოს დამოკიდებული. საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება."- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები