20 აგვისტო 2026,   12:55
ვრცლად
სურამის შემოვლით გზაზე მოძრაობა დღეიდან დაიწყო

სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულებულია. ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობა დღეიდან დაიწყო. ოთხზოლიანი მაგისტრალის კონკრეტულად ეს მონაკვეთი დაახლოებით 7 კილომეტრია. გზის ამ მონაკვეთზე აშენდა 11 ხიდი და 5 გვირაბი. სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი ისარგებლებს თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით.

ახალი ოთხზოლიანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

დღის ამბები