19 ივნისი 2026,   05:59
ვრცლად
ტრამპი ამბობს, რომ მას პუტინთან "ფანტასტიკური“ ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ამას "რუსეთის ტყუილი" უშლიდა ხელს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას "ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ პუტინთან", თუმცა ამას ხელი შეუშალა 2016 წლის გამოძიებამ, რომელიც აშშ-ის არჩევნებში მოსკოვის ჩარევას უკავშირდებოდა, რომელიც მისი პირველი ვადის განმავლობაში მოხდა.

"ჩვენ გვქონდა ბევრი, ბევრი რთული შეხვედრა, მაგრამ ასევე კარგი შეხვედრები", - განაცხადა ტრამპმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ შეგვიშალა ხელი "რუსეთი, რუსეთი, რუსეთი" ტყუილმა. მე სიტუაცია ცოტა უფრო გავართულე, მაგრამ მან ეს გაიგო", - თქვა ტრამპმა.

ტრამპი-პუტინის ისტორიული შეხვედრა, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო, ალასკაზე თითქმის 3 საათს, სამი-სამზე ფორმატში გაგრძელდა. განცხადებები კი, აშშ-რუსეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

დღის ამბები