25 აგვისტო 2026,   17:56
ვრცლად
GWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ქუჩების ჩამონათვალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 15 აგვისტოს, რამდენიმე რაიონში ტექნიკური სამუშაოების გამო წყლის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონში, მიხეილ ჯავახიშვილის ქ. N 3/8-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 8/15/2025 23:00 დან 8/16/2025 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მიხეილ ჯავახიშვილის, ლეო ქიაჩელის N3/8, მედეა ჯუღელის N 2-10 (ლუწებს), N1-3 (კენტებს), ინაშვილის, კოტე მარჯანიშვილის N 1-7 (ლუწებს), N 2-8 (კენტებს) და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს, ვერეს დაღმართს, გამსახურდიას სანაპიროს N 92-112 (ლუწებს).

გლდანის რაიონში, მუხიანის დას. IVა მ/რ N5-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 8/15/2025 22:00 დან 8/16/2025 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანის სამხედრო დასახლება იგივე ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, საგუბარის, ონის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით, მუხიანის I, II, III, IV, IV ა და IV ბ მ/რ-ებს, გობრონიძის ქუჩას ჩიხებით, ნონეშვილის, დუმბაძის, მარატ ნოზაძის, წმინდა ნინოს, გიორგი წულაიას და ისაკიანის ქუჩებს. 

ჩუღურეთის რაიონში, მიჩურინის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/15/2025 22:00 დან 8/16/2025 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მიჩურინის (ახლანდელი ხაზარაძე), კიკვიძის (ჩხიკვიშვილის), პალიასტომის და საქარას ქუჩებს, ნორიოს აღმართის N1-33 (კენტებს), N2-36 (ლუწებს), ნორიოს ჩიხს, ჩეჩელაშვილის მე-3 და მე-4 შესახვევებს, უფლისციხის, ფარავანის ქუჩებს, ფარავნის 1,2,3 ჩიხებს, კაპანაძის, ართვინის N1-41ა (კენტებს), N 2-60 (ლუწებს), მამარდაშვილის N22-78 (ლუწებს), N11-71 (კენტებს), ლენტეხის და ოსიაურის ქუჩებს.

ვაკის რაიონში, პაატა დათუაშვილის ქ. N21ბ-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 8/15/2025 10:00 დან 8/15/2025 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: პაატა დათუაშვილის N21 N23 N25 (ნუცუბიძის II მ/რ IV კვარტალს) ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს.

საბურთალოს რაიონში, ბობ უოლშის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 8/15/2025 21:00 დან 8/16/2025 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ენუქიძის, ბობ უელშის, კუკური გოგიშვილის, პაპაშვილის და გვირილების ქუჩებს, ფრანგულ დასახლებას, სპორტულ კომპლექსებს.

დღის ამბები